რეზონანსი
27.11.2023

უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი ისევ აცხადებს, რომ უკრაინა ვერ შეძლებს რუსეთის დამარცხებას ბრძოლის ველზე. მისივე აზრით, დასავლეთმა და ევროკავშირმა "სტრატეგიული შეცდომა" დაუშვა კიევის დახმარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებით. 

"ახლა ნათელია, რომ უკრაინა ვერ შეძლებს რუსეთის დამარცხებას ბრძოლის ველზე. ჩვენ არ უნდა ველოდოთ პოლიტიკურ ცვლილებებს მოსკოვში... რეალობას უნდა შევხედოთ", - თქვა ორბანმა.

მანამდე, ნოემბრის დასაწყისში ორბანმა თქვა, რომ კიევი შორს არის EU-სგან  და რომ უნგრეთის მკაფიო პოზიციაა წევრობის შესახებ მოლაპარაკებები არ დაიწყოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×