რეზონანსი
18.11.2023

სალომე ზურაბიშვილი ცდილობს თვითაქტუალიზაციას და ეს არის ის გზა, რომელსაც მისი კოლეგა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებიც გადიოდნენ, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის ბიძინა ივანიშვილზე გაკეთებულ განცხადებას ამორალურია.

„ეს არის ამორალური განცხადება და როგორც ჩანს, ორი წინაპირობა აქვს. ერთი, შესაძლოა, ეს იყოს დავალება რადიკალური დღეს წესრიგიდან, რომელსაც როგორც წესი, პირნათლად ასრულებს. მეორე, პიროვნული მისი მხრიდან, რაც ასევე მძიმე შემთხვევაა, ზნეობრივი სტანდარტებიდან გამომდინარე. ფაქტია, სალომე ზურაბიშვილი ასევე ცდილობს თვითაქტუალიზაციას და ეს არის ის გზა, რომელსაც მისი კოლეგა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებიც გადიოდნენ", - აღნიშნა იონათამიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×