რეზონანსი
18.11.2023

ომი ღაზას მოსახლეობას და ეკონომიკას ანადგურებს, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა, კრისტალინა გეორგიევამ განაცხადა.

„კონფლიქტი ღაზას ანგრევს და დასავლეთ სანაპიროს ეკონომიკაზე მძიმე ზემოქმედებას ახდენს, ასევე სირთულეებს უქმნის მეზობელი ქვეყნების ეკონომიკებს, ტურიზმისა და ენერგეტიკის ხარჯების გაზრდის ფონზე", - განაცხადა გეორგიევამ.

მისივე თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ომის შედეგად წარმოქმნილი ეკონომიკური სირთულეების გამო, სერიოზულად განიხილავს ეგვიპტისთვის 3 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხების პროგრამის გაზრდას

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×