რეზონანსი
13.11.2023

ერთი კალკულატორი რა გაუჭირდა იმ დალოცვილ კეზერაშვილს, მთელი ევროპა გაძარცვა, - ასე გამოეხმაურა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა იმ ფაქტს, რომ Edison Research-ის კვლევაში, პოლიტიკური პარტიების რეიტინგის ჯამი ჯერ 102% იყო, ჩასწორების შემდეგ 101% გახდა.

„ამ კვლევებს წერს ის ჯიგარი, იქით რომ არის, კეზერა, ევროპელ პენსიონერებს რომ ძარცვავს, თქვენმა კოლეგებმა რომ ამხილეს. ეტყობა, ის მათემატიკოსი არაა და გაეპარა, 102% დასვა. მერე გადააკეთეს, მაინც 101% გამოუვიდათ. საგიჟეთია რა, ერთი კალკულატორი რა გაუჭირდა იმ დალოცვილს, მთელი ევროპა გაძარცვა“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

ტვ „ფორმულას“ მიერ გამოქვეყნებულ Edison Research-ის კვლევაში, პოლიტიკური პარტიების რეიტინგის ჯამი ჯერ 102% იყო, ხოლო ჩასწორების შემდეგ 101% გახდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×