რეზონანსი
05.11.2023

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილიდან, მოსახლეობის სამხრეთით უსაფრთხოდ გადასაადგილებლად, დღეს, ადგილობრივი დროით 10:00 საათიდან 14:00 საათამდე პერიოდში ჰუმანიტარული დერეფანი ამოქმედდება.

„სიენენის" ცნობით, მოსახლეობა სალაჰ ალ-დინის ქუჩით შეძლებს ტერიტორიის დატოვებას.

სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში ამ დრომდე 400 ათასამდე ადამიანი რჩება. გაერო-ს ინფორმაციით, ღაზის სექტორში მცხოვრები 2.3 მილიონი ადამიანიდან 1.5 მილიონი იძულებით გადაადგილებული პირია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×