რეზონანსი
04.11.2023

ნეპალში მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 130 ადამიანი დაიღუპა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, 5,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ნეპალის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, კარნალის პროვინციაში დაფიქსირდა.

როგორც ნეპალის პოლიციის სპიკერმა, კუბერ ქადაიატმა „სიენენს“ განუცხადა, ამ დროისთვის დადასტურებულია, რომ დაღუპულია 130 ადამიანი, ხოლო დაშავებულია 140.

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ახლობლებს მიუსამძიმრა.

„ძალიან ვწუხვარ ნეპალში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა გამო. ინდოეთი სოლიდარულია ნეპალის ხალხის მიმართ და მზად არის, გაუწიოს ყველა შესაძლო დახმარება. ჩვენი ფიქრები დაღუპულთა ოჯახებთან არის. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – განაცხადა მოდიმ.

ცნობისთვის, 2015 წელს ნეპალში მომხდარ 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის 9 000 ადამიანი ემსხვერპლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×