რეზონანსი
04.11.2023

საქართველოში ამერიკელი პედოფილი დააკავეს. საშიში დამნაშავე, რომელიც წითელი ცირკულარით იძებნებოდა, ამერიკის შეერთებულ შტატებში 11 დანაშაულშია ბრალდებული.

დაზარალებულთა შორის არიან ქემერონ სთენდჰართის არასრულწლოვანი შვილებიც. ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილ 31 წლის მამაკაცს კრიმინალურმა პოლიციამ ხელბორკილები პირდაპირ სავარჯიშო დარბაზში დაადო.

ბავშვებზე სექსუალური ძალადობა, შევიწროება, გაგუდვის მცდელობა და შეიარაღებული თავდასხმა - ეს იმ ბრალდებების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც ტეხასის შტატის პროკურატურა ქემერონ სთენდჰართს ედავება. განსაკუთრებით საშიშ დამნაშავეზე საერთაშორისო ძებნა 27 ივნისს გამოცხადდა, თუმცა ორით თვით ადრე მან შეერთებული შტატები დატოვა და საქართველოში ჩამოვიდა. ძებნილი მამაკაცი, თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე, კონსპირაციულად ცხოვრობდა და ადგილობრივებთან თითქმის არ კონტაქტობდა

რუსთავი 2

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×