|

გარდა იმისა, რომ ვიცოდით, უცხოელი აქტორების მხარდაჭერის შესახებ ქვეყანაში არეულობის მოწყობის დაფინანსებაში, გუშინ კიდევ უფრო უარესი დამტკიცდა. USAID-ი და სოროსის ფონდი აფინანსებს „შავი ფულით" (რადიკალური GDI-ის ვებგვერდზე არსად არ იძებნება პროექტი, რომლისთვისაც ჩაირიცხა გარკვეული თანხა) პარლამენტში შევარდნის, პოლიციელების მანქანების დაზიანების, მოლოტოვის კოქტეილების მსროლელების ჯარიმების გადახდას, - ამის შესახებ ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, ამ ფაქტის გასაჯაროების შემდეგ, კიდევ უფრო ნათელი გახდა თუ რატომ უწევდნენ მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციები წინააღმდეგობას უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონის მიღებას.
„ის რაც გუშინ „იმედის კვირის“ ეთერში ვიხილეთ, გამაოგნებელია. გარდა იმისა, რომ ვიცოდით უცხოელი აქტორების მხარდაჭერის შესახებ ქვეყანაში არეულობის მოწყობის დაფინანსებაში, გუშინ კიდევ უფრო უარესი დამტკიცდა. USAID-ი და სოროსის ფონდი აფინანსებს "შავი ფულით" (რადიკალური GDI-ის ვებგვერდზე არსად არ იძებნება პროექტი, რომლისთვისაც ჩაირიცხა გარკვეული თანხა) პარლამენტში შევარდნის, პოლიციელების მანქანების დაზიანების, მოლოტოვის კოქტეილების მსროლელების ჯარიმების გადახდას. წარმოუდგენელია ეს ყველაფერი. აი რატომ უწევდნენ წინააღმდეგობას მდიდარი ენჯეოების წარმომადგენლები მარტის აქციებისას გამჭვირვალეობის კანონის მიღებას, რასაც მათი სპონსორებიც მხარს უბამდნენ. გუშინდელი ეს სკანდალი კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ რა როლი ჰქონდათ უცხოელებს მარტის ძალადობრივ აქციებში. რაც შეეხება კოლექტიურ ლომჯარიებს, რაც არ უნდა უადგილო სარკაზმით აცხონ პოსტები მსგავსი ფაქტების გასანეიტრალებლად, ფაქტებს ვერაფერს მოუხერხებენ. ისინი და მათი სპონსორები ძირს უთხრიან ქვეყნის სტაბილურობას და დემოკრატიის განვითარებას, ამის პატიება კი არ შეიძლება და ხალხი პასუხს არჩევნებზე გასცემს." - წერს ფოჩხუა Facebook-ზე.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|