რეზონანსი
22.10.2023

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კატარის ემირთან, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალთანთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინამ დაადასტურა, რომ რუსებმა ქვეყნიდან უკანონოდ 20 ათასი უკრაინელი ბავშვი გაიყვანეს.

გარდა ამისა, მისივე თქმით, რეალური მაჩვენებელი გაცილებით მაღალია.

„ერთადერთი, რისი დადასტურებაც შეგვიძლია, არის დაახლოებით 20 ათასი გატაცებული ბავშვი. ეს არის საშინელი მაჩვენებელი, მაგრამ რეალური მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია. ამიტომ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს გზა. ჩვენ მზად ვართ შემდგომი კოორდინაციისა და თანამშრომლობისთვის", - განაცხადა ზელენსკიმ.

გარდა ამისა, სატელეფონო საუბრისას ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა კატარის ემირს ჰუმანიტარული მხარდაჭერისთვის და აღნიშნა კატარის როლი უკანონოდ დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნების საქმეში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×