რეზონანსი
20.09.2023

მესმის ჩემი კოლეგების, მაგრამ ალბათ სჯობს, მაქსიმალურად ავარიდოთ ხოლმე თავი ამ აგენტებთან პოლემიკაში შესვლას, - ასე მიმართა პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრებს.

„ხედავთ, ცდილობენ ჭიქაში ქარიშხალი დაატრიალონ და მუდმივად ეს მცდელობები იქნება ე.წ. პოლარიზაციის, რადიკალიზაციის გაღვივების, მათ შორის ამ სხდომათა დარბაზშიც შეეცდებიან ამის გაკეთებას. თან ვხედავთ როგორ აკეთებენ ვითომ კაცები, ქალებს იფარებენ ხოლმე, როცა ასეთი სიტუაცია იქმნება. ყველას ვთხოვდი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს და ყველა დეპუტატს, ვინც ქვეყნის მიმართ პასუხისმგებლობით არის განმსჭვალული, მე მგონია, რომ ამ ჯაშუშებთან და აგენტებთან პოლემიკაში არ უნდა შევიდეთ ხოლმე. რა თქმა უნდა რთულია, მესმის ჩემი კოლეგების, მაგრამ ალბათ სჯობს, მაქსიმალურად ავარიდოთ ხოლმე თავი ამ აგენტებთან პოლემიკაში შესვლას", - აღნიშნა კობახიძემ.

ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად პარლამენტის სასესიო დარბაზი დატოვა. მანამდე მანდატურებმა პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მითითებით, სხდომათა დარბაზი გიორგი ვაშაძეს დაატოვებინეს. ოპოზიციიდან პარლამენტის სხდომაზე მხოლოდ არმაზ ახვლედიანი რჩება. ოპოზიციამ სხდომის გახსნისთანავე სებ-ის მიერ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტა. სესია სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×