რეზონანსი
20.09.2023

ჩვენს საფინანსო სისტემას არაფერი ემუქრება და ამ კუთხით საზოგადოებამ შეიძლება შეინარჩუნოს სიმშვიდე და იყოს აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ სისტემა მდგრადია, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ ბრიფინგზე განაცხადა.

„ბანკებთან კონსულტაცია დაწყებულია. მათ პოზიციასა და ჩვენს პოზიციას შორის სხვაობა არ არის, რაც შეეხება კონკრეტულ დეტალებს, ნიუანსებს, თუ როგორ მოხდება ამა თუ იმ ნორმის აღსრულება, ამაზე ჩვენ საკითხებს კონკრეტულად გავდივართ.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენ უდიდეს პატივს ვცემთ საერთაშორისო ვალდებულებებს, რომელიც ჩვენს საფინანსო სისტემას გააჩნია. ჩვენი საფინანსო სისტემა არის მდგრადი, ჩვენი ბანკები არის საკმაოდ ძლიერი, გამჭვირვალე ინსტიტუციები, კარგად კაპიტალიზირებული, ლიკვიდურობის თვალსაზრისით მაღალუზრუნველყოფილი, ჩვენს საფინანსო სისტემას არაფერი ემუქრება და ამ კუთხით საზოგადოებამ შეიძლება შეინარჩუნოს სიმშვიდე და იყოს აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ ჩვენი საფინანსო სისტემა აბსოლუტურად მდგრადია და დგას ჩვენი ეკონომიკის სადარაჯოზე", - განაცხადა თურნავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×