
"ტრამპ ორგანიზაციის" აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა დეველოპმენტის მიმართულებით ლორენს გლიკმა, Trump Tower Tbilisi-ის პროექტის პრეზენტაციაზე, ხაზი გაუსვა თბილისში Trump Tower-ის მშენებლობის მნიშვნელობას.
როგორც მან აღნიშნა, არასოდეს უნახავს ასეთი ადამიანები, რომლებიც ასეთი კეთილგანწყობით დაგხვდნენ და გულითადად მიიღეს:
"T - ეს არის Trump, ანუ ჩვენი სამყარო, მაგრამ T ასევე არის თბილისი. ჩამოვფრინდით ამ დილით და როცა მკითხეს სად მიდიხარ? საქართველოში, ვუთხარი. მივდივარ ჯორჯიაში, ანუ ინგლისურად ჯორჯია, საქართველო, ატლანტაში? არა, თბილისში, იმიტომ რომ იქ ახალი თაუერი უნდა გავხსნათ.
ჩვენ ჩამოვფრინდით საქართველოში და მე მგონი ამ წუთას ჩვენ მსოფლიოში გვაქვს 30 პროექტი და არასოდეს მინახავს ასეთი ადამიანები, რომლებიც ასეთი კეთილგანწყობით დაგხვდნენ და გულითადად მიგვიღეს. შესანიშნავი დახვედრა იყო, მადლობა.
აქ ჩვენ ვიქნებით მთელი გუნდით წარმოდგენილი. ჩვენ, ბატონი ილია და მისი გუნდი აბსოლუტურად სიამაყით არის სავსე და მართლაც ჩვენთვის ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ეს გავაკეთოთ მომავალი თაობისთვის. როდესაც ჩვენ შემოვდივართ და გვექნება ასეთი თაუერი საქართველოში, რა თქმა უნდა, ბევრი სხვა ორგანიზაციაც და ბევრი სხვა ბრენდიც შემოვა.
უპირველეს ყოვლისა დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, ასევე მთელი გუნდის წევრებს მადლობა მხარდაჭერისთვის," - აცხადებს "ტრამპ ორგანიზაციის" აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი დეველოპმენტის მიმართულებით ლორენს გლიკი.