
დაკავებული ბიზნესმენის, თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატის, ლექსო სვიმონიშვილის განცხადებით, ელიზბარაშვილს გამომძიებლის დადგენილებით „გარე სამყაროსთან კომუნიკაცია“ აეკრძალა.
სვიმონიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ელიზბარაშვილს აეკრძალა: ხანგრძლივი პაემნის უფლება, ხანმოკლე პაემნის უფლება, მიმოწერის უფლება და სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება.
„თამაზ ელიზბარაშვილს, გამომძიებლის დადგენილებით აეკრძალა გარე სამყაროსთან კომუნიკაცია.
აეკრძალა: 1. ხანგრძლივი პაემნის უფლება; 2. ხანმოკლე პაემნის უფლება; 3. მიმოწერის უფლება; 4. სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება.
აკრძალვის საფუძვლები: 1.მოწმეებზე ზემოქმედების ან/და ზეწოლის საფრთხე; 2. მტკიცებულებების მოპოვებაში ხელის შეშლის საფრთხე; 3.მართლმსაჯულების განხორციელებაში ხელის შეშლის საფრთხე“, - წერს ლექსო სვიმონიშვილი.