რეზონანსი
15.09.2026

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ელენ ხოშტარიასთვის მიმართვა ქალთა პენიტენციური დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიიდან ჩაწერა და მას სიძლიერისა და უფრო მეტი გამძლებოსკენ მოუწოდა.

მისი თქმით, მიუხედავად იმის, რომ იცის ხოშტარია ვივა მედში იმყოფება, ის მაინც პენიტენციურ დაწესებულებასთან მივიდა, სიმბოლურად, რადგან იქ ბევრი მებრძოლი ქალი, მათ შორის მზია ამაღლობელი იმყოფება.

ელენე, შენ გაუძელი უკვე 1 წელი, კიდევ რამდენი იქნება, ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ის ვიცით, რომ ის რეჟიმი, რომლემაც შენ ჩაგსვა საპყრობილეში, მთავრდება უფრო მალე, ვიდრე ნებისმიერმა შეიძლება იფიქროს. უკვე მათი დასასრულია, შენ ცოტა კიდევ უნდა გაუძლო, ვიცი, რომ ახლა ვივამედში იმყოფები და არა აქა, მაგრამ ეს ადგილი არის უფრო სიმბოლური, აქ მზია ამაღლობელიც არის და ის ქალები, რომლებიც შენსავით მაგალითები არიან ყველასთვის - როგორ უნდა გაუძლო, როგორ არ უნდა გატყდე, აქედან გაამხნევო შენი მშობლები, შვილები და დანარჩენი საზოგადოება. იმიტომ რომ ჩვენ ყველანი აქეთკენ ვიყურებით და ვუყურებთ, თქვენ როგორ უძლებთ, იმისთვის რომ ჩვენ ასევე გავუძლოთ და იმისთვის, რომ თქვენსავით მალე გავიმარჯვოთ , - თქვა ზურაბიშვილმა მიმართვაში.  

დღეს პარტია "დროას" ლიდერის დაკავებიდან ერთი წელი გავიდა. ქალი პოლიტიკოსი სასჯელს კალაძის ბანერზე ფლომასტრით გაკეთებული წარწერის გამო იხდის. ოთხი შვილის დედა, მოსამართლე გიორგი არევაძის განაჩენის მიხედვით, ციხეში კიდევ ნახევარ წელს გაატარებს. მის მხარდასაჭერად უკვე დაანონსდა საპროტესტო აქცია.  დღეს მშრალი ხიდიდან გიგანტური ბანერი გადმოფინეს წარწერით: "თავისუფლება ელენე ხოშტარიას". 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×