
იმედი მაქვს, ყველას ესმის, რომ აშშ-ის მასშტაბით ფასების ზრდა „მძინარა" ჯო ბაიდენითა და ბაიდენის ადმინისტრაციით იყო გამოწვეული და არა ტრამპით, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
დონალდ ტრამპის განცხადებით, მისი წინამორბედის პრეზიდენტობის დროს ნავთობის ფასიც კი უფრო მაღალი იყო, ვიდრე ახლა, მისი მმართველობის პერიოდში.
ამასთან, მისივე თქმით, ირანს ბირთვული იარაღის ფლობის შესაძლებლობა არ მისცა.
„დროებითი გამონაკლისის გარდა, ნავთობის ფასები მკვეთრად იკლებს, ხოლო ნავთობის ფასი ძალიან სწრაფად დაეცემა, როგორც კი ირანთან სამხედრო კონფლიქტი დასრულდება და ეს დიდხანს არ გაგრძელდება", - წერს ტრამპი.