რეზონანსი
14.09.2026

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ გმობს იემენელი „ჰუსიტების“ მიერ საუდის არაბეთზე თავდასხმას და სპარსეთის ყურეში პარტნიორ ქვეყნებს სოლიდარობას უცხადებს.

„ვგმობ საუდის არაბეთზე „ჰუსიტების“ თავდასხმას. სოლიდარობას ვუცხადებთ სპარსეთის ყურის რეგიონში ჩვენს პარტნიორებს ირანის მარიონეტული ძალების მხრიდან განხორციელებული დაუსრულებელი თავდასხმების ფონზე“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ევროკომისიის პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ დასავლური ქვეყნები ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხოების დასამკვიდრებლად მუშაობას გააგრძელებენ. მისი თქმით, ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობის უზრუნველყოფა აუცილებელია.

„ჩვენ გავაგრძელებთ პარტნიორებთან მუშაობას ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო და თავისუფალი ნაოსნობისთვის, ასევე, ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, – დაწერა ფონ დერ ლაიენმა.

მანამდე, იემენელმა „ჰუსიტებმა“ განაცხადეს, რომ სამხრეთ-დასავლეთ საუდის არაბეთში საჰაერო ბაზას თავს დაესხნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×