რეზონანსი
14.09.2026

რადიკალური ოპოზიციის ინსტრუქტორები დაბნეულები არიან, რადგან ვერც რევოლუციური გეგმები განხორციელდა და ვერც ოპოზიცია რეიტინგი მატულობს, ეს მათ რიგებში შიდა დაძაბულობას განაპირობებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით,  გარედან ქარტია შესთავაზეს და ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს ბინძური სიტყვებით აგინებდნენ, ერთი დოკუმენტის გარშემო გაერთიანდნენ.

„მათ წინსვლა არ ჰქონდათ. რასაკვირველია, თუ ახალი ინსტრუქცია იქნება, ყველა გადაეწყობა, მაგრამ ახლა ერთმანეთს გესლავენ. ეს ის ტრენდია, რომელიც ვითარდება. ოპოზიციის დაპირისპირებული ორივე მხარე ქვეყნის წინააღმდეგ აშავებს. „ნაცმოძრაობის“ მიზანი არ შეცვლილა – მათი ამოცანა ქვეყნის დაზიანებაა. ნიკა გვარამიას თავად თუ დაავიწყდა, საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ სააკაშვილის ანასხლეტია. ის ერთ-ერთი მთავარი მონაწილეა იმ დანაშაულების, რომელსაც სააკაშვილი სჩადიოდა. ვერ ვიტყვი, რომ მას ნაკლები რეიტინგი აქვს, ვიდრე სააკაშვილს. სააკაშვილის ძველი დიდება ნიკა გვარამიას აჩრდილად დაჰყვება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×