რეზონანსი
14.09.2026

გამოკითხვების მიხედვით საფრანგეთის პრეზიდენტისა და გერმანიის კანცლერის რეიტინგები ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ აღნიშნული რეიტინგები ევრო ბიუროკრატიის მორიგი მარცხია.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, საფრანგეთისა და გერმანიის ხელისუფლებები საკუთარი ეროვნული ინტერესების ნაცვლად, სხვის ინტერესებს ემსახურებიან, რაც მათ რეიტინგებში აისახა.

"ეს ნიშნავს იმას, რომ როგორც საფრანგეთში, ასევე გერმანიაში ხელისუფლება არ უსმენს თავის საზოგადოებას, მათ არ ესმით რა სურს ფრანგ და გერმანელ ხალხს, რაც თავის მხრივ, ნიშნავს იმას, რომ ეს ხელისუფლებები სხვა ინტერესებს ემსახურებიან და არა საკუთარ ეროვნულ ინტერესებს.

ნათელია, რომ ეს პოლიტიკა, თავის თავში მოიცავს ეკონომიკურ ვარდნას. ყველამ ძალიან კარგად იცის, როგორც გერმანიის, ასევე საფრანგეთის მაგალითზე, ეკონომიკური თვალსაზრისით, რა წარუმატებლობა გააჩნიათ ამ ქვეყნებს.

ასევე, უკონტროლო მიგრაციული პროცესები ძალიან მძიმედ აწვება როგორც ფრანგ, ასევე გერმანელ ხალხს. ცხადია, ეს ყველაფერი იწვევს ძალიან დიდ უკმაყოფილებას ამ საზოგადოებაში, რაც თავის მხრივ, აისახება რეიტინგებზე", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×