რეზონანსი
14.09.2026

„ბატონი მაკრონის და ბატონი მერცის რეიტინგები ისტორიულ მინიმუმზეა, მათი მართვის სტილი და პოლიტიკური დღის წესრიგი აბსოლუტურად ერთნაირია. შესაბამისად, ეს დამთხვევა შემთხვევითობას არ წარმოადგენს“, - განუცხადა „ქრონიკას“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

მისი თქმით, ორივე ქვეყანას მათ პირობებში უარი აქვს ნათქვამი იაფ ენერგორესურსებზე და გაუძვირეს ცხოვრება თავის მოქალაქეებს.

„ორივე ეს ლიდერი ამბობს, რომ უკრაინამ ბოლო უკრაინელამდე უნდა იბრძოლოს. ორივე ეს ლიდერი თავს ახვევს ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას თავისი ქვეყნის მოსახლეობას და ორივე ეს ლიდერი ხელს უწყობს უკონტროლო მიგრაციას თავიანთ ქვეყანაში. ეს ყველაფერი, რაც მე ჩამოვთვალე, რა თქმა უნდა, არც გერმანელი, არც ფრანგი ხალხის დაკვეთა არ არის“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

საფრანგეთში მაკრონის, გერმანიაში კი მერცის რეიტინგი დაბალ ნიშნულზეა. კვლევებით, ორივე ქვეყანაში მოსახლეობის უმრავლესობა მთავრობის საქმიანობით უკმაყოფილოა. სადამდე მიიყვანა ევროპული ბიუროკრატია „დიფ სთეითის“ მორჩილებამ, თბილისში პოლიტიკური შეფასებები კეთდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×