რეზონანსი
14.09.2026

"მკვლელს თან ახ­ლდა ორი მე­გო­ბა­რი (სა­ხე­ლებ­სა და გვა­რებს ჯერ არ ვწერ), რომ­ლებ­მაც და­ი­ნა­ხეს, თუ რო­გორ მოკ­ლა ბავ­შვი და გა­იქ­ცნენ" - ამის შე­სა­ხებ თბი­ლის­ში მოკ­ლუ­ლი 17 წლის და­ვით ნა­რი­მა­ნი­ძის ნა­თე­სა­ვი მაკა მხატ­ვრიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს. რო­გორც მხატვრიშვილი ამ­ბობს, ისი­ნი სახ­ლში მი­ვიდ­ნენ, დაწ­ვნენ და და­ი­ძი­ნეს.

"მკვლელს თან ახ­ლდა ორი მე­გო­ბა­რი (სა­ხე­ლებ­სა და გვა­რებს ჯერ არ ვწერ), რომ­ლებ­მაც და­ი­ნა­ხეს, თუ რო­გორ მოკ­ლა ბავ­შვი და გა­იქ­ცნენ. მათ გაქ­ცე­ვა­ზე ახლა არ ვწერ (შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბაც არაა, პო­ლი­ცია მა­შინ­ვე მი­ვი­და).

მინ­და გი­თხრათ, რა მოხ­და შემ­დეგ: ეს არ­სე­ბე­ბი სახ­ლში მი­ვიდ­ნენ, დაწ­ვნენ და და­ი­ძი­ნეს. მშვი­დად და ტკბი­ლად ეძი­ნათ, სა­ნამ პო­ლი­ცია არ მი­ვი­და და ჩვე­ნე­ბის მი­სა­ცე­მად გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში წა­საყ­ვა­ნად არ გა­აღ­ვი­ძა.

თქვენ, ვინც მათი მე­გობ­რე­ბი და ოჯა­ხის წევ­რე­ბი ხართ, იაზ­რებთ, რა დო­ნის სა­ზი­ზღა­რი და გულ­ქვა ადა­მი­ა­ნე­ბი გყავთ ახ­ლობ­ლად?" - წერს მაკა მხატ­ვრიშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, 17 წლის და­ვით ნა­რი­მა­ნი­ძე თბი­ლის­ში, ლოტ­კი­ნის და­სახ­ლე­ბა­ში 10 სექ­ტემ­ბერს მოკ­ლეს.

მკვლე­ლო­ბა გახ­სნი­ლია - სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნი. და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან ის პი­რე­ბიც, რომ­ლე­ბიც კონ­ფლიქ­ტში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×