რეზონანსი
14.09.2026

ზელენსკის ვთხოვე, რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს არ დაარტყას, - ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ირლანდიიდან აშშ-ში დაბრუნებისას, თვითმფრინავის ბორტზე ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი შეშფოთების მიზეზი დიზელის საწვავზე ფასების მნიშვნელოვანი ზრდაა, რასაც ის რუსულ საწარმოებზე უკრაინის თავდასხმებსაც უკავშირებს.

„პრობლემა, რომელიც უკრაინასა და რუსეთთან დაკავშირებით მაქვს, იმაში მდგომარეობს, რომ ახლა დიზელის საწვავზე ფასები მნიშვნელოვნად იზრდება. დიზელის საწვავის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთიდან მოდის. რუსულ საწარმოებზე კი უკრაინის მხრიდან დარტყმები ხორციელდება. ვთხოვე პრეზიდენტ ზელენსკის, დიზელის საწვავის საწარმოებსა და გადამამუშავებელ ქარხნებს არ დაარტყას“, - განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა იგივე საკითხზე ირლანდიაში ყოფნის დროსაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე სხვა სამიზნეების არჩევა შეუძლია.

„ზელენსკიმ უნდა შეწყვიტოს რუსეთში დიზელის საწვავის მარაგების განადგურება, უამრავი სხვა სამიზნეა, მაგრამ ნუ ურტყამთ დიზელის საწვავს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×