
შიო III სიონის საპატრიარქო ტაძარში დღეს პარაკლისს აღავლენს. 14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება. ეკლესიაში ახალი სტილით, 14 სექტემბრიდან წელიწადის ათვლა უძველესი დროიდან მოდის. ამ თარიღის დაწესება პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების გადაწყვეტილებას უკავშირდება.
მამა საბა (გაზდელიანმა) მრევლს დღესასწაული მიულოცა. მისი თქმით, ისურვებდა, რომ საეკლესიო ახალი წელი თითოეული ადამიანისთვის იყოს სულიერი განახლების, სიკეთის და ღვთისადმი და ერთმანეთისადმი სიყვარულის წელი.
"ძველი სტილით პირველ სექტემბერს, ხოლო ახალი სტილით 14 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს საეკლესიო ახალ წელს. თითოეული დასაწყისი ეს არის შესაძლებლობა, რომ ადამიანმა კიდევ ერთხელ გადახედოს თავის სულიერ მდგომარეობას. ვისურვებ, რომ საეკლესიო ახალი წელი თითოეული ჩვენგანისთვის იყოს სულიერი განახლების, სიკეთის და ღვთისადმი და ერთმანეთისადმი სიყვარულის წელი.
14 სექტემბერს დღის 2 საათზე საეკლესიო ახალ წელთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე აღავლენს პარაკლისს სიონის საპატრიარქო ტაძარში", - აღნიშნა მამა საბა (გაზდელიანმა).