
ბათუმი-ქობულეთის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა.
დაღუპული ახალგაზრდა საბა ბოლქვაძეა. გარდაცვლილს ახლობლები სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან.
"საბა, რამხელა ტკივილისთვის გაგვიმეტე, ძალიან ძნელია დავიჯეროთ, რომ აღარ ხარ. განსაკუთრებით მაშინ, როცა წინ კიდევ მრავალი წელი, ამდენი ოცნება და მთელი ცხოვრება გელოდა" - წერს სოციალურ ქსელში დაღუპულის ახლობელი.
გავრცელებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად, ასევე, ერთი ადამიანი დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.