რეზონანსი
13.09.2026

უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ნიჟნეკამსკისა და კუბანის სლავიანსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული და უკრაინული მედია ავრცელებენ.

კერძოდ, 13 სექტემბრის ღამეს უკრაინულმა დრონებმა რუსეთის თათრეთის რესპუბლიკის ქალაქ ნიჟნეკამსკს დაარტყეს. ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო კიდევ ექვსი დაშავდა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინულმა დრონებმა ნიჟნეკამსკის სამრეწველი ზონას დაარტყეს, სადაც რამდენიმე ნავთობგადამამუშავებელი საწარმო მდებარეობს, კერძოდ კი "ტანეკო", "ტაიფ-ნკ" და "ნიჟნეკამსკნეფტეხიმი".

იმავე ღამეს უკრაინულმა დრონებმა კუბანის სლავიანსკში (კრასნოდარის მხარე) მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს.

ცნობისთვის, ნიჟნეკამსკისა და კუბანის სლავიანსკში მდებარე ნავთობგადამამშავებელი ქარხნები აქამდეც გამხდარან უკრაინული დრონების სამიზნეები.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×