რეზონანსი
12.09.2026

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სოციალური თანასწორობის უზრუნველყოფა სკოლაში და ჩვენ შემოგვაქვს სასკოლო ფორმის კულტურა, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.

მისივე თქმით, პირველკლასელები 15 სექტემბერს სკოლის ფორმებით შევლენ საჯარო სკოლებში.

„ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებისა და მომავალი თაობის ინტერესებიდან გამომდინარე, უზრუნველყოფილი იყოს, რომ სწავლების პროცესში მაქსიმალური კონცენტრირება მოხდეს სასწავლო პროცესზე“, - აღნიშნა მინისტრმა.

გივი მიქანაძემ ასევე ილაპარაკა ბრძანებაზე, რომელიც ზღუდავს ელექტრონული საშუალებების, მობილურების, სხვადასხვა გაჯეტისა და საათების გამოყენებას საგაკვეთილო პროცესის დროს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×