რეზონანსი
12.09.2026

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი, იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მათი პროპაგანდისტი მედიასაშუალებები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მის ადმინისტრაციას დასცინიან და ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებენ.

როგორც მაჭავარიანი სოციალურ ქსელში წერს, ტრამპმა დაარქვა რუსეთ-უკრაინის ომს თავისი სახელი, ამხილა ბრიუსელის მმართველი კლასი, არასამთავრობოები, ეწინააღმდეგება LGBT პროპაგანდას და მიგრაციას, შესაბამისად, არაფორმალური ოლიგარქიული ძალების მართული ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალი პოლიტიკოსები და მათი მედიასაშუალებები ყველანაირად ეცდებიან მისი ადმინისტრაციის „გაშავებას“.

„რამდენიმე დღის წინ ბრიუსელმა განაცხადა, რომ კანდიდატ ქვეყნებს „ეკრძალებათ“ ურთიერთობა ბატონი ტრამპის ადმინისტრაციასთან. რა თქმა უნდა, ამ მესიჯის ჩაშლა, კიდევ უფრო მეტი სიმძაფრით, „დიფ სთეითის“ აგენტურას ბრიუსელის მიღმაც დაევალა.

დონალდ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის დისკრედიტაციის შეკვეთილი კამპანია რამდენიმე მიზეზით არის გამოწვეული: დაარქვა რუსეთ-უკრაინის ომს თავისი სახელი - ესაა პროქსი ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის და უკრაინა გამოყენებულ იქნა სატელიტ სახელმწიფოდ. ამასთანავე, მხოლოდ იგი ცდილობს ამ ომის დასრულებას; ამხილა ბრიუსელის მმართველი კლასი - მათ ევროპა ცივილიზაციული უფსკრულისკენ მიჰყავთ; ამხილა NGO ორგანიზაციები, მათ შორის, დახურა USAID და NED. ფაქტებით დაადასტურა, რომ ისინი სხვადასხვა ქვეყნებში რევოლუციებს აფინანსებდნენ; ეწინააღმდეგება LGBT პროპაგანდას; ეწინააღმდეგება უკონტროლო მიგრაციას.

ჩამოთვლილთაგან, მსუბუქად რომ ვთქვათ, არაფერი არ ჯდება არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის დღის წესრიგში. შესაბამისად, ამ ძალების მართული აგენტურა - ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალი პოლიტიკოსები და მათი მედიასაშუალებები - მისი ადმინისტრაციის „გაშავებას“ ყველანაირად ეცდებიან“, - წერს ლევან მაჭავარიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×