რეზონანსი
12.09.2026

აპირებს თუ არა საქართველოში ამერიკის საელჩო დააფიქსიროს პოზიცია „ფორმულაზე“ გაჟღერებულ ანტიამერიკულ განცხადებებზე - „კურიერმა“ დიპლომატიურ უწყებას წერილი მისწერა. საუბარია ანტიამერიკულ კამპანიაზე, რაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დაცინვით, ლანძღვითა და ბრალდებებითაა გაჯერებული.

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, „ფორმულას“ ეთერში გაჟღერებული ანტიამერიკული რიტორიკა ე.წ. დიფ სთეითის დავალებაა, რომელიც მისი თქმით, დონალდ ტრამპის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული და ადგილობრივი აგენტურის მეშვეობით ხორციელდება:

„ჩვენ თავდაპირველად ვიხილეთ მარტა კოსის განცხადება ბატონი ტრამპის წინააღმდეგ, MAGA-ს წინააღმდეგ და მან მოუწოდა კანდიდატ წევრ ქვეყნებს, რომ არ ითანამშრომლონ ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედ ადმინისტრაციასთან. „დიფ სთეითის“ ეს დავალება ჩაიშალა მთლიანად ქსელში და, რა თქმა უნდა, საქართველომდეც მოაღწია. მათი აგენტები ანალოგიურ რიტორიკას ატარებენ და დაიწყეს ბატონ ტრამპზე ღლიცინი. ე.წ. დიფ სთეითი, ვისთანაც ძალიან ღია ბრძოლა აქვს ბატონ ტრამპს გამოცხადებული, ამ შემთხვევაში ცდილობს დონალდ ტრამპის დისკრედიტაციას და იყენებს ყველანაირ მეთოდს და საქართველოში ეს გარე ძალები, რა თქმა უნდა, ეყრდნობიან ადგილობრივ აგენტურას“, - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში პრეზიდენტ ტრამპი და ამერიკის მოქმედი ადმინისტრაცია ჯერ გააკრიტიკეს, შემდეგ კი მათ დასცინეს. პირდაპირი ეთერის თემა შტატების შუალედური არჩევნები იყო. ნინო ჟიჟილაშვილმა რესპონდენტთან ერთად ტრამპი ამომრჩევლის მოსყიდვაში დაადანაშაულა. ითქვა, რომ პრეზიდენტის დაპირება 5 000 დოლარი ყველა ამერიკელს - „ერთი მილიონი ყველა სოფელს“ დაპირებას ახსენებთ. სასაცილო და არასერიოზული უწოდეს თეთრი სახლის ლიდერის საარჩევნო პროგრამასაც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×