რეზონანსი
12.09.2026

ბა­თუმ­ში, ზღვა­ში ახალ­გაზ­რდა ქა­ლის, კესო დე­კა­ნო­სი­ძის ცხედ­რის პოვ­ნის საქ­მე­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. გა­მო­ძი­ე­ბით დგინ­დე­ბა, რომ საქ­მე თვით­მკვლე­ლო­ბას ეხე­ბა. შსს ვი­დეო-მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­საც აქ­ვეყ­ნებს.

„გვსურს, სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ვა­წო­დოთ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია კესო დე­კა­ნო­სი­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით მიმ­დი­ნა­რე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე კომ­პლექ­სუ­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი შე­სა­ბა­მი­სი საპ­რო­ცე­სო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად დად­გე­ნი­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის თა­ო­ბა­ზე.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს აჭა­რის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტში კესო დე­კა­ნო­სი­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტზე სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე მუხ­ლით და­წყე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, ჩა­ტარ­და ათე­უ­ლო­ბით საპ­რო­ცე­სო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა, გა­მო­ი­კი­თხა არა­ერ­თი მოწ­მე, ასე­ვე, და­მუ­შავ­და და გა­ა­ნა­ლიზ­და ვი­დე­ო­სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო კა­მე­რე­ბი­დან ამო­ღე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც კესო დე­კა­ნო­სი­ძის ბა­თუმ­ში ჩას­ვლი­სა და ზღვის სა­ნა­პი­როს მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბის ტრა­ექ­ტო­რი­ას ასა­ხავს. აღ­ნიშ­ნუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბით ამ ეტაპ­ზე, და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია თვით­მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტი.

მიმ­დი­ნა­რე წლის 29 აგ­ვის­ტოს კესო დე­კა­ნო­სი­ძემ იმ­გზავ­რა თბი­ლი­სი-ბა­თუ­მის მა­ტა­რებ­ლით. ვი­დე­ო­სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო კა­მე­რის ჩა­ნა­წე­რე­ბით ირ­კვე­ვა, რომ კესო დე­კა­ნო­სი­ძე ბა­თუ­მის რკი­ნიგ­ზის სამ­გზავ­რო სად­გუ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 29 აგ­ვის­ტოს 20:57 სა­ათ­ზე ტო­ვებს მა­ტა­რებ­ლის ვა­გონს, 21:00 სა­ათ­ზე გა­მო­დის შე­ნო­ბი­დან და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით, მარ­ტო მი­ე­მარ­თე­ბა ბა­თუ­მის ცენ­ტრის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

კესო დე­კა­ნო­სი­ძე 21:34 სა­ათ­ზე, ბა­თუმ­ში სა­ბა­გი­როს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­ჩე­რე­ბა­ზე ჩა­მო­დის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი­დან, რის შემ­დე­გაც ჯერ ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის ქუ­ჩის, ხოლო შემ­დგომ ეგ­ნა­ტე ნი­ნოშ­ვი­ლის ქუ­ჩის გავ­ლით მი­ე­მარ­თე­ბა ბა­თუ­მის ბულ­ვა­რის ცენ­ტრა­ლურ შე­სას­ვლელ­თან, რის შემ­დგო­მაც ასე­ვე მარ­ტო გა­ნაგ­რძობს მოძ­რა­ო­ბას ზღვის სა­ნა­პი­როს მი­მარ­თუ­ლე­ბით, ე.წ. პიერ ბა­თუ­მის ხი­დის მიმ­დე­ბა­რედ. ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე გა­დას­ვლამ­დე, ბულ­ვა­რის სა­სე­ირ­ნო ზოლ­ში გან­თავ­სე­ბულ ჯი­ხურ­ში მან შე­ი­ძი­ნა სან­თე­ბე­ლა.

თვითმხილ­ვე­ლე­ბის ჩვე­ნე­ბე­ბით დგინ­დე­ბა, რომ კესო დე­კა­ნო­სი­ძემ აღ­ნიშ­ნუ­ლი ხი­დის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ზღვის ნა­პირ­თან მის­ვლი­სას და­ან­თო სა­ეკ­ლე­სიო სან­თე­ლი, პი­რა­დი ნივ­თე­ბი და ტან­საც­მე­ლი და­ტო­ვა სა­ნა­პი­რო­ზე, რის შემ­დე­გაც ზღვა­ში შე­ცუ­რა, თუმ­ცა მას შემ­დეგ რაც ის უკან აღარ დაბ­რუნ­და, თვითმხილ­ვე­ლებ­მა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის მარ­თვის ცენ­ტრს -112-ს აც­ნო­ბეს.

შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე ად­გილ­ზე მყი­სი­ე­რად გა­მო­ცხად­დნენ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შე­სა­ბა­მი­სი და­ნა­ყო­ფე­ბი, მათ შო­რის მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­სა­ბა­მი­სი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით ჩა­ერ­თნენ ძებ­ნის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში. ინ­ტენ­სი­უ­რი სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლე­ბის მიერ მიმ­დი­ნა­რე წლის 31 აგ­ვის­ტოს კესო დე­კა­ნო­სი­ძის ცხე­და­რი ნა­ნა­ხი იქნა ქო­ბუ­ლე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ზღვა­ში. გარ­დაც­ვლილს სხე­ულ­ზე ძა­ლა­დო­ბის რა­ი­მე კვა­ლი არ აღე­ნიშ­ნე­ბო­და.

საქ­მე­ზე გრძელ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე მუხ­ლით“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×