რეზონანსი
11.09.2026

„მითხრეს, რომ დაკავებული ვარ სამშობლოს ღალატისთვის“ - ამის შესახებ გიორგი ბარამიძე მის სახლში გადაღებული პირდაპირი ეთერის ვიდეოში ამბობს. ენმ-ს ერთ-ერთ ლიდერს საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა სწორედ სახლში მიაკითხეს და ხელბორკილები დაადეს. 

„არ გრცხვენიათ, მაგას რომ მეუბნებით, რომ (სამშობლოს ღალატისთვის მაკავებთ?)“, - ეუბნება ბარამიძე გამომძებლებს. 

რამდენიმე წუთის წინ, ცნობილი გახდა, რომ 19:00 საათზე, გენერალურ პროკურატურაში, გენერალური პროკურორის მოადგილის, ამირან გულუაშვილის ბრიფინგი გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ოპოზციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მიხლით დაიწყო. საქმე ეხება, ბარამიძის მიერ იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც ის პოლიტიკოსი ამბობს, რომ აფხაზეთში ომის დროს „ჩვენ ტყვეები არ გვყავდა, ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ, ჩვენები ხვრეტდნენ“.

ბარამიძემ განმარტება უკვე გააკეთა, თქვა, რომ მდგომარეობა, რომელზეც ის საუბრობს, მოგვიანებით, მისი ჩასვლის შემდეგ შეიცვალა, „რომ არ შეცვლილიყო, ისინი ვერ შეძლებდნენ ქართველი 200 ტყვის გაცვლას სეპარატისტულ მხარესთან“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×