რეზონანსი
11.09.2026

ოპოზიციაში დაპირისპირება გრძელდება - ბრალდებები ფინანსური გარიგებისა და მოსყიდვის შესახებ „ახლების“, „ნაციონალური მოძრაობისა“ და იაგო ხვიჩიას პარტიას შორის ისმის. მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელები გვარამიას ნიკა გილაურისგან აღებულ მილიონებს ახსენებენ და მისგან კითხვებზე პასუხს ითხოვენ. თავად გვარამია კი ანა წითლიძეს ნულოვან პოლიტიკოსს უწოდებს და მასთან დებატებს არ აპირებს.

პარტია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმართველობის საბჭოს თავმჯდომარე, ირაკლი ფავლენიშვილი ამბობს, რომ ანა წითლიძეს აქვს კონკრეტული პრაქტიკული შეკითხვები, ამიტომაც როცა ის დებატებს ითხოვს, თუ ვინმეს აქვს საპირისპირო აზრი, უნდა დაუჯდეს მას დებატებში.

„პრინციპებზე როცა ვსაუბრობთ, თუ ვინმემ არ უღალატა პრინციპებს მთლიან ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი. ანა წითლიძეს აქვს კონკრეტული პრაქტიკული შეკითხვები, ამიტომაც როცა ის დებატებს ითხოვს, თუ ვინმეს აქვს საპირისპირო აზრი, უნდა დაუჯდეს დებატებში და არ უნდა მიაყენოს არც მას და არც „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წევრებს შეურაცხყოფა. არ უჯდება დებატებში, გასაგებია, ე.ი არ აქვს პასუხი. პრაქტიკული საქმიანი შეკითხვების საპასუხოდ ვისმენთ არა საქმიან პასუხებს, არამედ ცილისწამებრივს და ჭორებს, ეს აჩვენებს, თუ ვისკენ არის სიმართლე“, - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×