რეზონანსი
11.09.2026

რუსთავში, მე-12 მკ/რ-ს მიმდებარედ არსებულ ავტოსახელოსნოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 4-მა ადამიანმა 1 სცემა. მამაკაცებს შორის ურთიერთშელაპარაკება ავტომობილის პარკინგისა და გაყვანის გამო დაიწყო. საუბარი სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა და ჩხუბით დასრულდა.

"1 ადამიანი იყო, ის საწყალი, დაახლოებით 4 კაცი ურტყამდა, მოსაკლავად გაიმეტეს. ატყდა წივილ-კივილი მერე შეეშინდათ. ეს ბიჭი დაბლა იყო სისხლიანი დაგდებული",- აცხადებს თვითმხილველი ინფო რუსთავთან.

"ინფო რუსთავი" შემთხვევის ადგილზე რამდენიმე ადამიანს გაესაუბრა.

"არაფრის გულისთვის ატყდა ჩხუბი. ახალგაზრდები იყვნენ ძალიან შემეცოდნენ. 4-მა კაცმა სცემა 1 კაცი. სასწრაფო და პოლიციაც იყო მოსული", - განაცხადეს "ინფო რუსთავთან" საუბრისას.

სააგენტო ასევე დაუკავშირდა კლინიკა რუსთავის რეანიმაციის განყოფილების ხელმძღვანელს, რომელმაც განაცხადა, რომ თავდაპირველად ორი კაცი შეიყვანეს კლინიკაში, მაგრამ ერთი მალევე გაწერეს.

"პაციენტს სახისა და ქალის ძვლების მოტეხილობა აღენიშნებოდა. მას ოპერაცია ჩაუტარდა. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია", - განაცხადა რეანიმაციის განყოფილების ხელმძღვანელმა გიორგი ქოქაურმა. 

ინფო რუსთავი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×