რეზონანსი
10.09.2026

 "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველობითი საბჭოს წევრმა, ანა წითლიძემ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია გააკრიტიკა და მასთან გამართული პირადი საუბარი გაიხსენა.

ამასთან, წითლიძემ ყურადღება "მთავარი არხის" პერიოდში გვარამიას მაღალ ხელფასსა და "ნაციონალური მოძრაობის" რესურსების გამოყენებაზე გაამახვილა.

"გვარამიამ მითხრა, "მერაბ კოსტავა ვარ, ზუსტად ვიცი, მიშას გავწევ მესამე ან მეოთხე ადგილას, მე ვიქნები მთავარი ოპოზიციური ძალა და მაქსიმუმ 2028 წელს, თუ მანამდე არა, ბიძინა მე გადმომაბარებს ხელისუფლებასო", მაშინ ვიფიქრე, გაუფრენია ამას - მეთქი

გვარამია გვამადლის, რომ აქ თურმე ვიღაცები მისი წონის არ ვყოფილვართ. უკაცრავად, მიხეილ სააკაშვილი რომ გამეძარცვა, გვარამიაზე უფრო მეტი წონა მექნებოდა. [გაძარცვაში ვგულისხმობ] ყველაფერს აბსოლუტურად, მის მორალურ რესურსსაც, "ნაციონალური მოძრაობის" ფინანსურ რესურსსაც და ყველაფერს. 20 ათასი დოლარი "მთავარში" მაგას ჰქონდა ხელფასი, თორემ ჩვენ ხშირ შემთხვევაში საწვავის ფული არ გვქონდა,ისე ვატარებდით საარჩევნო კამპანიას,"- განაცხადა ანა წითლიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×