რეზონანსი
10.09.2026

ვლადიმირ პუტინი 11-13 სექტემბერს სამუშაო ვიზიტით ინდოეთს ეწვევა და ნიუ-დელიში დაგეგმილ BRICS-ის მე-18 სამიტში მონაწილეობას მიიღებს.

ის ინდოეთში 10 სექტემბერს გაფრინდება.

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებით, დელეგაციის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, ვიცე-პრემიერი ალექსეი ოვერჩუკი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე მაქსიმ ორეშკინი შევლენ.

მისივე თქმით, პუტინი 11 სექტემბერს, სამიტის წინა დღეს, ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის შეხვდება.

ინდოეთში BRICS-ის ლიდერების სამიტი 12-13 სექტემბერს გაიმართება. სამიტში სხვა ლიდერებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი და გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×