რეზონანსი
10.09.2026

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასწრაფო გამოიძახეს - ექიმების დახმარება მოკლული გიგა ავალიანის დედას დასჭირდა. ეკა კუპატაძე პროცესის დასრულების შემდეგ შეუძლოდ გახდა და სასამართლოს ეზოში გული წაუვიდა. 

როგორც ეკა კუპატაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, მისთვის მძიმე იყო დღევანდელ პროცესზე ყოფნა. 

საბრალდებო სკამზე იყვნენ ამ მკვლელობის ფიგურანტები და მათი ადვოკატი იცინოდა მთელი პროცესის განმავლობაში, უტეხად მიყურებდა. მეც ვუსწორებდი თვალს, გვერდზე არ ვიყურებოდი”, - განაცხადა ეკა კუპატაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებაში ბრალდებული ნია იმნაძის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ანასტასია ბერუაშვილის პროცესი გაიმართა. 

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, 5 აგვისტოს, კიდევ ორი არასრულწლოვანი, ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი დააკავეს. 

მათ 7 აგვისტოს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×