
აგენტი ვარ ვიღაცის და თან მარტო მე კი არა, მაგალითად ანა წითლიძეც, რადგან ის იგულისხმება „დედალ იაგოებში“. შეიძლება ნანუკა ჟორჟოლიანიც. ესენი ყველა აგენტები არიან და გვარამია არის ერთადერთი ჭეშმარიტი ნაცი, რომელიც ქოცებს ებრძვის, - განუცხადა „ქრონიკას“ „თავისუფალი ხალხის პარტია“-ს ლიდერმა იაგო ხვიჩიამ.
პოლიტიკოსი გვარამიას განცხადებას გამოეხმაურა.
„ამას [გვარამიას განცხადებას] შიზოფრენიას უფრო დავარქმევდი. გასაგებია, რომ კითხვაზე - საიდან 40 მილიონი, პასუხი არ არსებობს. ამაზე პასუხი არის ის ისტერიკა, რომ ერთ დღეს მიშასთან [სააკაშვილთან] კოალიციას ვქმნით, მეორე დღეს - მიშა და ჩვენ ერთად ვებრძვით მას [გვარამიას]. აგენტი ვარ ვიღაცის და თან მარტო მე კი არა, მაგალითად ანა წითლიძეც, რადგან ის იგულისხმება „დედალ იაგოებში“. შეიძლება ნანუკა ჟორჟოლიანიც. ესენი ყველა აგენტები არიან და გვარამია არის ერთადერთი ჭეშმარიტი ნაცი, რომელიც ქოცებს ებრძვის“, - აღნიშნა ხვიჩიამ.
ოპოზიციაში არსებული კრიზისი ღრმავდება, ნიკა გვარამიას სამიზნე იაგო ხვიჩიასთან ერთად ისევ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობაა“. გვარამიას მიაჩნია, რომ პარტია რეპუტაციას ვერ აღიდგენს და მათ საკუთარი თავი თავად დაიზიანეს. გვარამიას ასევე ფიქრობს, რომ იაგო ხვიჩია „ნაცმოძრაობის“ დაშლისთვის მუშაობს.