რეზონანსი
09.09.2026

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, წყალმომარაგების ქსელების განახლების მესამე ეტაპს ასრულებს და ახალ ქსელზე გადაერთების მასშტაბურ სამუშაოებს ატარებს.

პროექტი ჯამში 12.5 მილიონი ლარის ინვესტიციას მოიცავს, რომლის ფარგლებშიც სრულად განახლდება წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა და ახლით შეიცვლება 5 კილომეტრზე მეტი სიგრძის წყლისა და წყალარინების ქსელები.

რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპის დასრულების შემდეგ ექსპლუატაციაში შევა 3,6 კილომეტრი სიგრძის წყალმომარაგების და 1,3 კილომეტრი სიგრძის წყალარინების ქსელები, ამასთან, უკვე მოწყობილია 9 სახანძრო ჰიდრანტი, 71 ერთეული ჩამკეტ მარეგულირებელი ურდული და საკვანძო ჭები. ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოები დღეს, 9 სექტემბერს, მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.

რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების სისტემის მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტი საერთაშორისო კომპანია Aqualia-ს მაღალი სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება, რაც უზრუნველყოფს განახლებული ქსელების ხანგრძლივ, მდგრადობასა და ეფექტიან ფუნქციონირებას. პროექტის დასრულების შემდეგ ექსპლუატაციაში შევა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის საიმედოობას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×