
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და კლუბ „პსჟ“-ს შემტევმა ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ, ჟურნალისტებთან ინტერვიუში „ოქროს ბურთის“ ნომინაციაში გამარჯვების შანსები შეაფასა.
ჟურნალისტმა კვარაცხელიას ჰკითხა, რას ფიქრობს ის, როცა ისეთი ლეგენდარული ფეხბურთელები, როგორებიც არიან მიშელ პლატინი და ტონი კროოსი ამბობენ, რომ ის „ოქროს ბურთს“ იმსახურებს.
"სასიამოვნოა, როცა მოთამაშეები, ლეგენდები ამბობენ, რომ მე დავიმსახურე ის. ყოველთვის სასიამოვნოა, როცა ვიღაც, თუნდაც ერთი ადამიანი დედამიწის ზურგზე ფიქრობს, რომ შენ ფეხბურთის ერთ-ერთ უმაღლეს ჯილდოს იმსახურებ. ეს იმას ნიშნავს, რომ მე ჩემს საქმეს სწორად ვაკეთებ. მსურს იმავე დონეზე გავაგრძელო. ვნახოთ, რას მომცემს ცხოვრება. ყველაფრისთვის მზად ვარ." - განაცხადა კვარაცხელიამ.
რაც შეეხება შანსებს გამარჯვებაზე, ქართველი ფეხბურთელის თქმით, ეს მასზე არ არის დამოკიდებული.
"ვფიქრობ, ეს ჩემზე არაა დამოკიდებული. ეს არის დამოკიდებული იმ ადამიანებზე, რომლებიც ამას წყვეტენ. მაგრამ იყო ასეთი მოთამაშეების რიგში, ნამდვილად სასიამოვნოა. ფეხბურთსა და ცხოვრებაში ყველაფრის მჯერა. ამიტომაც დღეს "პსჟ“-ში ვარ და ვამაყობ." - თქვა კვარაცხელიამ.
ცნობისთვის, საფეხბურთო სამყაროს ყველაზე პრესტიჟულმა ინდივიდუალურმა ჯილდომ - „ოქროს ბურთმა“ 2026 წლის ნომინანტთა ოფიციალური სია გუშინ გამოაქვეყნა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიაც არის.