რეზონანსი
09.09.2026

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ საზოგადოებას რაც მეტად ეცოდინება, რა ხდება ოპოზიციის შიგნით, მით უკეთესი იქნება.

სამხარაძის თქმით, ისურვებდა, საზოგადოებამ მეტი სიმართლე გაიგოს იმის შესახებ, რამდენად დანაშაულებრივად ექცევიან ოპოზიციის წარმომადგენლები საკუთარ ქვეყანას.

„ოპოზიციაში არსებული დაპირისპირების ფონზე ვხედავთ, რომ არსებობს დიდი სიბინძურე, რომელმაც თავი ვერ დამალა და სააშკარაოზე გამოვიდა, რაც კარგია. საზოგადოებას რაც უფრო მეტად ეცოდინება, რა ხდება ოპოზიციის შიგნით, რა ფინანსური და მერკანტილური ინტერესები აქვთ ქვეყნის შეჯანჯღარებისთვის, რა თქმა უნდა, მით უკეთესი იქნება. ამ პროცესს მივესალმები და ვისურვებდი, ხალხს გააგებინონ მეტი სიმართლე, რამდენად დანაშაულებრივად ექცევიან საკუთარ ქვეყანას და ხალხს“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×