
საქართველოს პროგრამული უზრუნველყოფის კვალიფიკაციის საბჭოს (GeoSTQB) ორგანიზებით, წლის მთავარი ტექნოლოგიური ღონისძიება -Testers Day 2026 გაიმართა.
Testers Day 2026-მა ერთ სივრცეში გააერთიანა ყველა, ვინც გლობალური და ადგილობრივი ტექნოლოგიების მომავალს ქმნის. ღონისძიება ტრადიციულად აერთიანებს QA ინჟინრებს და ტექ-ლიდერებს. წლევანდელი კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი სიახლე Safety by Design (SbD) პრინციპების წარდგენა გახლდათ.
„ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, წელსაც შეუერთდა Testers International Day-სა და Testing Cup-ს, როგორც ღონისძიების სტრატეგიული პარტნიორი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ პროფესიული გარემოს მხარდაჭერა, რომელიც საქართველოში ტექნოლოგიური სფეროს განვითარებასა და ცოდნის გაზიარებას უწყობს ხელს. ლიბერთის ტექნოლოგიურ გუნდში დღეს დაახლოებით 60 ტესტერი მუშაობს და სწორედ ამიტომ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ როგორც ჩვენი თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, ისე QA პროფესიული community-ის გაძლიერებას. მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს ცოდნისა და გამოცდილების გაცვლას და თანამედროვე ტექნოლოგიური სტანდარტების დამკვიდრებას. ამასთანავე, აძლიერებს ბანკის, როგორც ტექნოლოგიური მიმართულებით მსხვილი დამსაქმებლის პოზიციონირებას“ - ავთანდილ ყავრელიშვილი, ლიბერთის IT დირექტორის მოადგილე.