რეზონანსი
09.09.2026

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, აქციების დროს დაკავებულთა სასჯელებსა და პატიმრობასთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლების, მათ შორის პრეზიდენტის პოზიცია ცნობილია: ყველა პირის მიმართ, ვინც საკუთარ დანაშაულს გაიაზრებს, გამოძიებასთან თუ სასამართლოსთან ითანამშრომლებს და აღიარებს, რომ ძალადობით საქართველოს წინააღმდეგ წასვლა დაუშვებელია, სახელმწიფო ჰუმანურ და ადეკვატურ დამოკიდებულებას გამოიჩენს.

„რაც შეეხება სასჯელებს და რაც შეეხება პატიმრობას. საქართველოს ხელისუფლებამ, მათ შორის პრეზიდენტმაც და სხვებმა განაცხადეს, რომ ის, ვინც გაიაზრებს საკუთარ დანაშაულს, ის, ვინც ითანამშრომლებს გამოძიებასთან იქნება თუ სასამართლოში ითანამშრომლებს, ის, ვინც აღიარებს და გაიაზრებს, რომ ასეთი დანაშაული, რომ ძალადობით საქართველოს წინააღმდეგ წასვლა არ შეიძლება, მის მიმართ იქნება ჰუმანური და ადეკვატური დამოკიდებულება.

ეს დადასტურდა. სადაც იყო სურვილი საპროცესო შეთანხმების, სადაც იყო აღიარება, იქ პროკურატურა წავიდა შემხვედრ ნაბიჯებზე და ეს ადამიანები დღეს გარეთ არიან, სადაც იყო მიმართვა პრეზიდენტისადმი შეწყალების თხოვნით და აღიარება დანაშაულის, პრეზიდენტი წავიდა შემხვედრ ნაბიჯზე და ეს ადამიანები დღეს გარეთ არიან. ციხეში რჩებიან ისინი, ვინც არიან ბრიუსელის და შიდა ოპოზიციის უსინდისობის პატიმრები დღეს“, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×