რეზონანსი
08.09.2026

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინის საკითხზე რუსეთთან მოლაპარაკებებში აშშ-ის წარმომადგენლები - სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი - მოსკოვისგან შეუძლებელს არ ითხოვენ და არც უსამართლო მოთხოვნებს აყენებენ.

„ჩვენ მოლაპარაკებებზე უარს არ ვიტყვით, როდესაც ვიცით, რომ ადამიანები, რომლებიც დიალოგს გვთავაზობენ, ამას პრობლემის გადაჭრის განზრახვით აკეთებენ და არა ულტიმატუმების წაყენებით", - აღნიშნა ლავროვმა.

ამასთანავე, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დასძინა, რომ აშშ-ის მხრიდან ახალი სანქციების დაწესება ნაკლებად შეესაბამება იმ განწყობებსა და სიგნალებს, რომლებსაც ამერიკული მხარე უშუალოდ მოლაპარაკებების პროცესში გადასცემს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×