
"ბაზისბანკმა" ხელი მოაწერა შეთანხმებას და CIPS-ის (Cross-Border Interbank Payment System) პირდაპირი წევრობის სტატუსი მიიღო. აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი სტრატეგიული ნაბიჯია საერთაშორისო გადარიცხვების გაფართოებისა და RMB ბიზნესოპერაციების განვითარების მიმართულებით.
CIPS-ის პირდაპირი წევრობა მნიშვნელოვნად გააძლიერებს ბაზისბანკის პოზიციებს ჩინეთსა და გლობალურ ფინანსურ ბაზრებთან ინტეგრაციის მიმართულებით. აღნიშნული უზრუნველყოფს RMB-ში ტრანზაქციების სწრაფ, უსაფრთხო და ეფექტიან განხორციელებას, რაც დამატებით იმპულსს მისცემს საქართველო–ჩინეთს შორის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავებას.
ამასთანავე, CIPS-ის სისტემაში საკლირინგო მხარდაჭერისა და ოპერაციული ეფექტიანობის უზრუნველყოფის მიზნით, ბაზისბანკმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ერთ-ერთ უმსხვილეს ფინანსურ ინსტიტუტთან - Agricultural Bank of China-სთან.
ბაზისბანკი განაგრძობს საერთაშორისო საბანკო ინფრასტრუქტურის გაძლიერებას და საკუთარი მომხმარებლებისთვის თანამედროვე, ეფექტიანი და კონკურენტუნარიანი საერთაშორისო გადარიცხვების შეთავაზებას.
„CIPS-ის პირდაპირი წევრობის სტატუსის მიღება და ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო ბანკთან პარტნიორობის დაწყება ჩვენთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ეტაპია და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბაზისბანკი აქტიურად ვითარდება გლობალური საბანკო სტანდარტების შესაბამისად. აღნიშნული თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გაამარტივებს RMB-ში ტრანზაქციების პროცესს და ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის საერთაშორისო ვაჭრობით დაინტერესებულ ჩვენს მომხმარებლებსა და ბიზნესპარტნიორებს.” - აღნიშნავს ბაზისბანკის ფინანსური დირექტორი, ლია ასლანიკაშვილი.
ბაზისბანკ ჯგუფის შესახებ
2026 წლის აპრილში ბაზისბანკმა ლიბერთის აქციების 95.99% შეიძინა. ბაზისბანკ ჯგუფი საქართველოში მესამე უმსხვილესი სისტემური ფინანსური ინსტიტუტია, რომლის ბაზრის წილი 11%-ს შეადგენს. ჯგუფი 2 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 65,000-ზე მეტ მსხვილ და საშუალო ბიზნესს ემსახურება. იგი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე ფართო ქსელით არის წარმოდგენილი: 500-მდე მომსახურების ცენტრით და 700-მდე ბანკომატით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში.
2026 წლის 7 თვის ფინანსური მონაცემებით, ბაზისბანკ ჯგუფის აქტივები 12.1 მლრდ ლარს შეადგენს, მთლიანი საკრედიტო პორტფელი 7.9 მლრდ ლარია, ხოლო დეპოზიტების პორტფელი 9.1 მლრდ ლარი. ჯგუფის 2026 წლის 7 თვის წმინდა მოგებამ 128 მილიონი ლარი შეადგინა.