რეზონანსი
06.09.2026

ექ­სპრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, მისი უმ­ცრო­სი ვა­ჟის, ნი­კო­ლო­ზის წარ­მა­ტე­ბის შე­სა­ხებ წერს:

"ჩემ­მა შვილ­მა ნი­კო­ლოზ­მა სწავ­ლა და­ი­წყო ამე­რი­კის ერთ-ერთ კარგ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. ის ამ მხრივ აგ­რძე­ლებს ჩემი და ედუ­არ­დის გზას. მას სწავ­ლის სა­ფა­სურს თა­ვად უნი­ვერ­სი­ტე­ტი უფა­რავს, რაც ამ უნი­ვერ­სი­ტე­ტის არ­ჩე­ვი­სას გა­დამ­წყვე­ტი ფაქ­ტო­რი იყო.

თბი­ლის­ში სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, ნი­კუ­შამ აიღო ორ წლი­ა­ნი პა­უ­ზა ჯერ თბი­ლის­ში 6 თვე იმუ­შა­ვა "ბოლ­ტის" კუ­რი­ე­რად, ვე­ლო­სი­პე­დით დაჰ­ქონ­და ვაკე-სა­ბურ­თა­ლო-მთაწ­მინ­და­ზე შეკ­ვე­თე­ბი, შემ­დეგ ორი თვე მე­გო­ბარ­თან ერ­თად მო­ი­ა­რა მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო - 80% ფე­ხით და 20% გამ­ვლე­ლი მან­ქა­ნე­ბით, ამის შემ­დეგ ია­პო­ნი­ის სა­ელ­ჩოს დახ­მა­რე­ბით გა­ემ­გზავ­რა ტო­კი­ო­ში, თბი­ლის­ში სკო­ლის დროს ნას­წავ­ლი ია­პო­ნუ­რის და­სახ­ვე­წად.

ბოლო 1 წელი კი გა­ა­ტა­რა ინ­დო­ეთ­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მი­სი­ის ფარ­გლებ­ში ეხ­მა­რე­ბო­და იქა­ურ გლე­ხებს მი­წის და­მუ­შა­ვე­ბა­ში და სწავ­ლობ­და ჰინ­დის. ბო­ლოს კი ძა­ლი­ან გვა­ნერ­ვი­უ­ლა, იმი­ტომ რომ მა­ინ­ცდა­მა­ინც ნე­პალ-ტი­ბე­ტის უბე­დუ­რე­ბის დროს, გა­და­სუ­ლი იყო ტი­ბეტ­ში და რა­ღაც ხნით კავ­შირ­ზე არ გა­მო­დი­ო­და.

მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ნი­კუ­შა ჩემს შვი­ლებს შო­რის ალ­ბათ ყვე­ლა­ზე მე­ტად მგავს მე გა­რეგ­ნო­ბით, მა­ნე­რე­ბით, ტემ­პე­რა­მენ­ტით და თან გა­მოყ­ვა პო­ლი­ტი­კი­სად­მი ჩემი ცხო­ვე­ლი ინ­ტე­რე­სი. მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლა უბე­დუ­რე­ბი­სა რაც პო­ლი­ტი­კამ მო­უ­ტა­ნა ჩვენს ოჯახს.

ხოდა ვი­ნა­ი­დან მას­თან ტე­ლე­ფო­ნით და­რეკ­ვა აკ­რძა­ლუ­ლი მაქვს, მინ­და აქ მივ­მარ­თო: ნი­კუშ, მეც და ედუ­არ­დიც ძა­ლი­ან კარ­გად ვსწავ­ლობ­დით, ამე­რი­კა­ში და შენ არამ­ხო­ლოდ არ უნდა ჩა­მოგ­ვრჩე, არა­მედ უნდა გვა­ჯო­ბო, მი­აღ­წიო წარ­მა­ტე­ბას და შემ­დეგ კი სა­ქარ­თვე­ლო გე­ლო­დე­ბა და მის ხალ­ხს უნდა ემ­სა­ხუ­რო. წარ­მა­ტე­ბე­ბი," - წერს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×