რეზონანსი
06.09.2026

გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მომ­ხდარ მძი­მე ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას, 14 წლის მა­რი­ამ წიკ­ლა­უ­რი ემსხვერ­პლა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­რი­ა­მი მე­გობ­რებ­თან ერ­თად და­ბა­დე­ბის დღი­დან ბრუნ­დე­ბო­და. ბავ­შვე­ბი ფე­ხით გო­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­დი­ოდ­ნენ, რო­დე­საც მათ ავ­ტო­მო­ბი­ლი და­ე­ჯა­ხა. შემ­თხვე­ვის შე­დე­გად, სამი არას­რულ­წლო­ვა­ნი და­შავ­და.ყვე­ლა­ზე მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მა­რი­ამ­მა მი­ი­ღო. კი­დევ ორი მო­ზარ­დი მსუ­ბუ­ქად და­შავ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ისი­ნი უკვე სახ­ლში იმ­ყო­ფე­ბი­ან. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რომ 22 წლის მძღო­ლი არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

მა­რი­ამს ემო­ცი­უ­რი სი­ტყვე­ბით ემ­შვი­დო­ბე­ბა მისი კლა­სის დამ­რი­გე­ბე­ლი.

"რო­გორც დამ­რი­გებ­ლის­თვის, ჩემ­თვის უმ­ძი­მე­სია იმ სი­ტყვე­ბის პოვ­ნა, რომ­ლე­ბიც თუნ­დაც მცი­რე­დით შე­ამ­სუ­ბუ­ქებს ამ უდი­დეს ტკი­ვილს... მას­წავ­ლებ­ლის­თვის თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლე სა­კუ­თა­რი შვი­ლი­ვი­თაა და დღეს ჩვენ­მა კლას­მა, ჩვენ­მა სკო­ლამ, სა­კუ­თა­რი გუ­ლის ნა­წი­ლი და­კარ­გა. მა­რი­ა­მი იყო მა­ნა­თო­ბე­ლი ვარ­სკვლა­ვი - გა­მორ­ჩე­უ­ლად თბი­ლი, გო­ნი­ე­რი, სულ­მო­უთ­ქმე­ლად სი­ცო­ცხლით სავ­სე და უზო­მოდ მე­გობ­რუ­ლი. მან მო­ას­წრო, რომ თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის გულ­ში და­ე­ტო­ვე­ბი­ნა უსა­ზღვრო სით­ბო და სიყ­ვა­რუ­ლი.

ძნე­ლია შე­ე­გუო იმას, რომ საკ­ლა­სო ოთახ­ში მისი მერ­ხი ცა­რი­ე­ლი დარ­ჩე­ბა, მაგ­რამ მინ­და იცო­დეთ, რომ ის ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბა ჩვე­ნი კლა­სის ნა­წი­ლი. მისი სი­კე­თე და ღი­მი­ლი სა­მუ­და­მოდ დარ­ჩე­ბა იმ მა­გა­ლი­თად, თუ რო­გორ უნდა გიყ­ვარ­დეს გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბი. ჩვე­ნი კლა­სი­სა და სკო­ლის სა­ხე­ლით, თა­ნაგ­რძნო­ბას ვუ­ცხა­დებ ოჯახს ამ უდი­დე­სი და აუ­ნა­ზღა­უ­რე­ბე­ლი და­ნაკ­ლი­სის გამო. მშვი­დო­ბით, ჩემო საყ­ვა­რე­ლო გო­გო­ნავ... შენი შუქი ჩვენს საკ­ლა­სო ოთახ­სა და გუ­ლებ­ში არა­სო­დეს ჩაქ­რე­ბა," - წერს ხა­თუ­ნა ხა­დუ­რი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×