რეზონანსი
06.09.2026

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ბათუმში ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ბათუმი წლიდან წლამდე სულ უფრო მეტად იმკვიდრებს თავს, როგორც საქმიანი ქალაქი და ეს სტატუსი აძლიერებს ჩვენს ქვეყანას, რეგიონს. ზუსტად ამის წინა პირობაა ის დიდი ფორუმები, კონგრესები, საერთაშორისო ღონისძიებები, რომლებიც იმართება ჩვენს რეგიონში.

ეს პლატფორმა ხელს შეუწყობს რეგიონის განვითარებას. განიხილება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები, შუა დერეფანი, ჩვენი სატრანზიტო პოტენციალი, ახალი კონტაქტები და ტვირთბრუნვის გაზრდა", - განაცხადა პატარაძემ.

7-8 სექტემბერს ბათუმი საერთაშორისო საზღვაო ფორუმს (Georgia International Maritime Forum - GIMF 2026) უმასპინძლებს, რომელიც პრემიერის პატრონაჟით, ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერითა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდება. მასშტაბური სადისკუსიო პლატფორმა, საზღვაო და ლოგისტიკურ საკითხებზე, 40-მდე ქვეყნის 400-მდე მეტ დელეგატს გააერთიანებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×