
ირანის არმიის შტაბის უფროსმა და კოორდინაციის მოადგილემ, ჰაბიბოლა საიარიმ განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს არ გააჩნია სამხედრო შესაძლებლობები, იმოქმედოს ირანის წინააღმდეგ ისე, როგორც ეს ვენესუელაში მოხდა , - ინფორმაციას Iran International-ი ავრცელებს.
„მათ რომ ნამდვილად შეეძლოთ და აპირებდნენ ისე იმოქმედონ, როგორც ვენესუელაში, ისინი ამას აქამდე რამდენიმე ათასჯერ გააკეთებდნენ", - აღნიშნა ჰაბიბოლა საიარიმ.
მან აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებები ირანზე ზეწოლის გაზრდის შესახებ ვაშინგტონის სისუსტის დასტურად შეაფასა.
საიარიმ ასევე, ხაზი გაუსვა, რომ ირანის შეიარაღებული ძალები აძლიერებენ შეკავების ძალას და აგვარებენ ბოლო კონფლიქტების დროს გამოვლენილ სისუსტეებს.