რეზონანსი
05.09.2026

საქართველო იმსახურებს, რომ ევროპის საფრენოსნო რუკაზე საპატიო ადგილი დაიკავოს. აქ შეიძლება ქვეყნების დაკავშირება, კულტურების დაკავშირებად და ადამიანების დაკავშირება, – ამის შესახებ საქართველოს საპატიო კონსულმა ლუქსემბურგში, მფრინავმა პიტერ სოდერმანსმა კაჭრეთში "ამბასადორის საავიაციო სოფლის" გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება. 

"მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, საქართველოს ავიაციის წარმომადგენლებს, ასევე "ამბასადორი ჯგუფს", ბატონ თორნიკე ქებურიას და ყველას, ვინც წვლილი შეიტანა, ექსპედიციის განხორციელებაში. აქ აპრილში ვიყავი და როდესაც ჩამოვედი, თორნიკე ქებურია მაჩვენებდა ამ ადგილს და მეუბნებოდა, რომ აეროდრომის აშენება უნდა, მაგრამ იმ დროს ეს მიწა მისიც კი არ იყო. ეს იყო მისთვის დიდი გამოწვევა და 4 თვეში მან ეს პირობა ნულიდან შეასრულა. ამბობდნენ, რომ ავიაციის რუკაზე ეს ადგილი არ არისო და სად მიგყავართო. ბატონი თორნიკე აპლოდისმენტებს იმსახურებს. ჩვენი ექსპედიცია არ უნდა დასრულდეს. ჩვენ უნდა გავხდეთ ამბასადორი ელჩები ჩვენს ქვეყნებში. ყველას უნდა მოვუყვეთ კახეთის შესახებ, ბათუმის შესახებ, ვაშლოვანის ეროვნული პარკის შესახებ და აქ არსებული სტუმართმოყვარეობის შესახებ. საქართველო იმსახურებს, რომ ევროპის საფრენოსნო რუკაზე საპატიო ადგილი დაიკავოს. აქ შეიძლება ქვეყნების დაკავშირება, კულტურების დაკავშირებად და ადამიანების დაკავშირება", – განაცხადა პიტერ სოდერმანსმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×