რეზონანსი
05.09.2026

საქართველოში საწვავი კიდევ გაძვირდა - ბოლო ერთ კვირაში სხვადასხვა ტიპის საწვავი 2-დან 14 თეთრამდეა გაძვირებული.  მძღოლები უკმაყოფილებას ვერ მალავენ. მათი თქმით, ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს დაუსრულებელი საცობები თბილისში, რაც საწვავის მოხმარებასაც ზრდის და მძღოლების ხარჯებსაც.

„ძვირდება და რატომ ხდება, არ ვიცით. ასეთი მაღალი ფასი ბენზინზე ჩვენ არ გვახსოვს, ყოველდღიურად ძირდება. მერე დანარჩენ პროდუქტებზეც ძვრიდება ფასი“, - ამბობენ მძღოლები. 

„ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში“, სექტემბერში, საწვავის მოხმარების ზრდასა და კიდევ უფრო გაძვირებას პროგნოზირებენ. მათ მოლოდინს იზიარებენ ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობიმპორტიორი და გასამართი სადგურების ბრენდის მფლობელ კომპანია „ვისოლში“. კომპანიის გენერალური დირექტორი, ვასილ ხორავა განმარტავს, რომ საწვავზე დღეს მომწოდებლებთან ახალი კონტრაქტების გაფორმება კომპანიას უფრო ძვირად უწევს, ამიტომ დღეს არსებული ფასი საბოლოო არ არის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×