რეზონანსი
04.09.2026

წარმოშობით რუსი აქტივისტი დენის კულანინი საქართველოდან მიემგზავრება. შესაბამის კადრებს დენის კულანინის ადვოკატი, ციალა რატიანი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავრცელებს.

„დენის კულანინი უახლოეს საათებში დატოვებს ქვეყანას და მის მიერ არჩეულ მესამე ქვეყანაში გაემგზავრება. თბილისის აეროპორტში ის უკვე გამოემშვიდობა მის უფლებადამცველებსა და გულშემატკივრებს", - ნათქვამია ორგანიზაცია „უფლებები საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„უფლებები საქართველო“ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ და სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა.

ცნობისთვის, დენის კულანინი, რომელიც საქართველოში ცხოვრობდა, 2025 წლის 28 მარტს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული ბრალის მიხედვით, მან პოლიციის კუთვნილი ავტომანქანა დააზიანა. დენის კულანინს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საპროტესტო აქციებში მონაწილე ცხრა მსჯავრდებული შეიწყალა, რომელთა შორის იყო დენის კულანინი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×