
პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერი ალის ვაიდელი აცხადებს, რომ ქალაქ ბად-კროიცნახში პარტიის საინფორაციო სტენდს კოროზიული სითხე შეასხეს, რომლის შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა. მისი თქმით, დაშავებულებს შორის პარტიის წევრებიც არიან.
„ოპოზიციის უპასუხისმგებლო დემონიზაციის შედეგი - ჩვენ არ შეგვეშინდება“, - დაწერა ალის ვაიდელმა.
6 სექტემბერს, გერმანიაში, საქსონია-ანჰალტში არჩევნები გაიმართება.
„როიტერის“ ინფორმაციით, ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ რეიტინგი, დაახლოებით, 40%-ია. მმართველ „ქრისტიან დემოკრატიულ კავშირს“ კი მხარს, ამომრჩეველთა დაახლოებით, 25% უჭერს.